კურსის შესახებ
HACCP-ის უფასო საბაზისო კურსი შექმნილია კვების ობიექტების მფლობელებისთვის, მენეჯერებისთვის, თანამშრომლებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს სურსათის უვნებლობის სისტემის საფუძვლების გაგება მარტივად და პრაქტიკულად.
კურსი შედგება მოკლე ვიდეოგაკვეთილებისგან და მოიცავს HACCP-ის მთავარ თემებს — რა არის HACCP და რატომ არის საჭირო, როგორ მუშაობს მისი 7 პრინციპი, რა განსხვავებაა ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ საფრთხეებს შორის, რას ნიშნავს კრიტიკული საკონტროლო წერტილი — CCP, რატომ არის მნიშვნელოვანი ყოველდღიური მონიტორინგი და როგორ უნდა ხდებოდეს ჩანაწერებისა და მიკვლევადობის მართვა.
კურსში ასევე განვიხილავთ იმ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც ხშირად გვხვდება კვების ობიექტებში: ფორმალურად შევსებული ჟურნალები, არასისტემური ტემპერატურის კონტროლი, პროდუქტის არასაკმარისი მიკვლევადობა, უმი და მზა პროდუქტის არასწორი გამიჯვნა, დასუფთავების არასათანადო კონტროლი და თანამშრომლების არასაკმარისი ინფორმირებულობა.
კურსის მიზანია არა რთული თეორიის სწავლება, არამედ იმის ახსნა, როგორ უნდა მუშაობდეს HACCP რეალურ ობიექტში ყოველდღიურად.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება საბაზისო წარმოდგენა HACCP-ის ლოგიკაზე, ძირითადი რისკების კონტროლზე, აუცილებელი ჩანაწერების მნიშვნელობაზე და იმაზე, როგორ შეაფასოს საკუთარი ობიექტის მდგომარეობა.
ფორმატი: 6 მოკლე ვიდეოგაკვეთილი
დონე: საბაზისო
ღირებულება: უფასო
ენა: ქართული
პლატფორმა: GHA Academy
GHA Academy — ისწავლე • გამოიყენე • განვითარდი
კურსის პროგრამა
1 მოდული
6 გაკვეთილი
6 Preview
რა არის HACCP?
6გაკვეთილი
1
რა არის HACCP (ზოგადი მიმოხილვა)
Preview →
2
HACCP-ის 7 პრინციპი ძალიან მარტივად
Preview →
3
რა საფრთხეები არსებობს კვების ობიექტში?
Preview →
4
CCP, ტემპერატურა და ყოველდღიური კონტროლი
Preview →
5
დოკუმენტები, ჟურნალები და მიკვლევადობა
Preview →
6
ყველაზე ხშირი შეცდომები + საბოლოო შეჯამება
Preview →