კურსის შესახებ
„სურსათის ობიექტის გახსნა: დოკუმენტები და მოთხოვნები“ არის პრაქტიკული კურსი მათთვის, ვინც გეგმავს კვების ობიექტის, კაფის, რესტორნის, საცხობის, მცირე წარმოების ან სხვა სურსათთან დაკავშირებული ბიზნესის დაწყებას.
კურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან, რა დოკუმენტები, რეგისტრაციები და შიდა პროცედურებია საჭირო საქმიანობის დასაწყებად, როგორ უნდა მოემზადოს ობიექტი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის და რას უნდა მიაქციოს ყურადღება საქმიანობის დაწყებამდე.
განხილული იქნება ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, სურსათის ბიზნესოპერატორის ვალდებულებები, HACCP-ის საჭიროება, ჰიგიენისა და სანიტარიის მოთხოვნები, დასუფთავება-დეზინფექციის კონტროლი, პერსონალის დოკუმენტაცია, სავალდებულო ჟურნალები და ინსპექტირებისთვის მომზადება.
კურსის მიზანია, მონაწილემ თავიდანვე სწორად დაგეგმოს ბიზნესის გახსნა, თავიდან აიცილოს გავრცელებული შეცდომები და ზედმეტი ხარჯები და ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა, რა ნაბიჯებია საჭირო უსაფრთხო და კანონთან შესაბამისი საქმიანობის დასაწყებად.
კურსის პროგრამა
0 მოდული
0 გაკვეთილი
კურსის პროგრამა ჯერ არ არის დამატებული.